Tuesday 30 June 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ  მეორე  მოდულის  მესამე  აქტივობა,  კერძოთ:
შეფასების სხვადასხვა  მეთოდი,  განმავითარებელი და  გამსაზღვრელი  შეფასების  ფორმები,  შეფასების  მიზნები.    მეტი  შევიტყვეთ   ეფექტური  შეფასების  სტრატეგიების  შესახებ.  განვიხილეთ  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმა.

Friday 26 June 2015

მესამე დღის რეფლექსია

მეორე  მოდულის  განხილვისა  გავეცანით  სასწავლო  პროექტის  დაგეგნვისას  როგორ  გამოვავლინოთ  სტანდარტით  განსაზღვრული  შედეგები, რომელთა  მიღწევაც  გვსურს.  შევადგინეთ  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმის  მონახაზი  და  განვსაზღვრეთ  შეფასების  ფორმები.  შევქმენით   შფასების  რუბრიკები.   საკვანძო   კითხვების  ფორმულირებით  როგორ  შევუწყოთ  მოსწავლეებს  ხელი  სასწავლო  პროცესში  ჩართულობაზე.   აგრეთვე  ვიმუშავეთ   ბლოგზე.

მეორე დღის რეფლექსია


          პირველი  მოდულის   განხილვამ  შესაძლებლობა   მომცა   კიდევ  ერთხელ  თვალნათლივ   დამენახა  სასწავლო    პროცესში  პროექტებით  სწავლების  დადებითი  მხარეები.  გავეცანი   როგორ  შევქმნა  ტექნოლოგიებით   გამდიდრებული  სასწავლო   პროცესი,    დავეხმარო   მოსწავლეებს   საწავლო  სტანდარტისა  და  21–ე  საუკუნის  უნარ–ჩვევების  განვითარებაში.
            სასწავლო  ღონისძიებების  ეფექტურად  დაგეგმვა  დაეხმარება  ჩემს  მოსწავლეებს ფაქტების  დეტალურ  და  სიღრმისეულ  გააზრებაში   და   ცოდნის  მიღებაში.  პროექტები   ემსახურება  სასწავლო  მიზნებს  და  პროექტებზე  დაფუძნებული  სწავლა    მოსწავლეებს    უვითარებს   პრობლემის  გადაჭრის,  გადაწყვეტილების  მიღების,   გამოძიების  და  ა.შ.   უნარს.
             იმისათვის,   რომ   პროექტი  წარმატებული  იყოს  ეფექტურია   პუბლიკაციების  მომზადება. რაც   გაზრდის  მოსწავლეთა,   მშობელთა   და   საზოგადოების  სხვა   წევრთა  დაინტერესებას  და  ჩართულობას.