Friday, 26 June 2015

მეორე დღის რეფლექსია


          პირველი  მოდულის   განხილვამ  შესაძლებლობა   მომცა   კიდევ  ერთხელ  თვალნათლივ   დამენახა  სასწავლო    პროცესში  პროექტებით  სწავლების  დადებითი  მხარეები.  გავეცანი   როგორ  შევქმნა  ტექნოლოგიებით   გამდიდრებული  სასწავლო   პროცესი,    დავეხმარო   მოსწავლეებს   საწავლო  სტანდარტისა  და  21–ე  საუკუნის  უნარ–ჩვევების  განვითარებაში.
            სასწავლო  ღონისძიებების  ეფექტურად  დაგეგმვა  დაეხმარება  ჩემს  მოსწავლეებს ფაქტების  დეტალურ  და  სიღრმისეულ  გააზრებაში   და   ცოდნის  მიღებაში.  პროექტები   ემსახურება  სასწავლო  მიზნებს  და  პროექტებზე  დაფუძნებული  სწავლა    მოსწავლეებს    უვითარებს   პრობლემის  გადაჭრის,  გადაწყვეტილების  მიღების,   გამოძიების  და  ა.შ.   უნარს.
             იმისათვის,   რომ   პროექტი  წარმატებული  იყოს  ეფექტურია   პუბლიკაციების  მომზადება. რაც   გაზრდის  მოსწავლეთა,   მშობელთა   და   საზოგადოების  სხვა   წევრთა  დაინტერესებას  და  ჩართულობას.

No comments:

Post a Comment