Saturday, 19 November 2011

სასწავლო პროექტი–"ბიოგრაფია"

პროექტის სახელწოდება: "ბიოგრაფია"
პროექტის  მთავარი იდეა:  ს.ესენინისა და ბ.ახმადულინას შემოქმედებისა და ბიოგრაფიის უფრო ახლოს გაცნობა. 
პროექტის სასწავლო მიზანი:

* მოსწავლე უფრო ახლოს გაეცნოს სერგეი ესენინისა და ბელა ახმადულინას შემოქმედებას.
* პარალელი გაავლონ მე–20 საუკუნის დასაწყისში ქართველ და რუს პოეტთა შემოქმედებით ურთიერთობას. იპოვონ მსგავსება და განსხვავება მათ შემოქმედებაში.
* უკეთ დაინახონ რუს პოეტთა საქართველოსადმი დამოკიდებულება.
მოსწავლეთა ასაკი: 14–15წ.
ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:
  •  მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა–ძიების უნარი.
  • ტექსტზე მუშაობის, ტექსტის პერიფრაზირების, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში  გამოყენების, ჯგუფში მუშაობის უნარი.
  •  შექმნიან პრეზენტაციას
პროექტის მსვლელობა:   მოსწავლეები  დაიყოფიან ოთხ ჯგუფად.   პრეზენტაციისთვის  მოიძიებენ და  მოამზადებენ ს. ესენინისა და ბ.  ახმადულინას   ბიოგრაფიებს.  ისაუბრებრებენ  მათ  შემოქმედებაზე, პარალელს გაავლებენ ქართველ და რუს პოეტთა  შემოქმედებით ურთიერთობებს შორის, იპოვიან მსგავსება– განსხვავებას, დასვავენ  და  უპასუხებენ კითხვებს, წაიკითხავენ მათ ლექსებს.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, პრინტერი, ფურცლები.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია მოსეშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: moseshvilinatia@gmail.com

No comments:

Post a Comment